ჩემზე, ჩვენზე, მზეზე,ოცი-ოცის გამოწვევებზე


ემზე, ჩვენზე,მზეზე,
                         ცი-ოცის გამოწვებზე…

      ოგადად, მიმაჩნია , რომ ძალიან რთულია იმის გააზრება , რაც საკუთარი თვალით არ გვინახავს, იმ გემოს აღქმა, რომელიც ჯერ არ გაგვისინჯავს ,
რთულია იწამო იმის, რაც რელურად არ გინახავს.....
        ვენ ადამიანები, რომელიც დიდი ხანია იმ პირველი ჰომო საპიენს საპიენსის საამაყო შთამომავლებად ვიწოდებით ,  გაცილებით მეტი გავაკეთეთ ჩვენი განვითარებისთვის, ვიდრე მაგალითად ჰომო რუდოლფესის გარდასახვას დასჭირდა ჰომო საპიენსამდე, გაცილებით მეტი ვიბრძოლეთ ვიდრე ნებისმიერმა  სხვა დედამიწის კონტინენტზე ჩვენზე ადრე დასახლებულმა არსებებმა, დღეს ჯაჭვურად ვაგრძელებთ ამ პროცეს, ბევრს ვკითხულობთ, ვსწავლობთ ,ვუსმენთ, ვაფასებთ, ვაანალიზებთ და დასკვნებს ვდებთ.  თუ მსოფლიო ისტორიას გადავხედავ, ჩვენთვისაც,  ასეთი“ზე ჰუმანურ” არებებისთვისაც( არ იფიქროთ, რომ სარკაზმს ვიყენებ აქ ) მაგალითად მეთოთხმეტე საუკუნეში დაწყებული “შავი ჭირი” ,ზოგისთვის უბრალოდ მძიმე ისტორილი პერიოდია , რომელმაც ათასობით ადამიანი იმსხვერპლა, ზოგისთვის იგი ,ჩემს მსგავსად, ფერწერულ ტილოსთან - “სიკვდილის ტრიუმფთან”( პიტერ ბრეიგელ- უფროსი) ასოცირდება,რომელიც თითქოს კადრების სახით ცოცხლდება გონებაში,  თუმცა დარწმუნებული ვარ, მის სიმძიმის აღქმა,თითოეული დაღუპული ადამიანით გამოწვეული სიმძიმის შეგრძნება ფაქტობრივად შეუძლებელია, არა იმიტომ , რომ საკმარისად ჰუმანურები არ ვართ , არამედ იმიტომ, რომ ჩვენ არ გვიგვრძვნია ეს ტკივილი, ჩვენ არ განგვიცდია ჩვენი შვილების, მეგობრების, ახლობლების წასვლა ამ ქვეყნიდან, ჩვენ არ შეგვხებია ეპიდემიით გამოწვეული გაჭირვება და ჩვენ არ გაგვინაწილებია ბოლო ნაჭერი პური ჩვენი საყვარელი ადამიანებისთვის.
ეს  რეალობაა და რა ხდება დღეს ჩვენთან, რამაც ამ სტატიის დაწერა გადამაწყვეტინა, სრულად შემთხვევით, მოუმზადებლად აღმოვჩნდით  იმ რეალობაში, სადაც  ახალმა პანდემიამ ( covid-19 ) ფაქტობრივად გადაუარა  მსოფლიოს თავისი მჭრელი სათითეებით და ყველაზე სამწუხარო ისაა,რომ გვეშინია იმის გააზრება, რომ ეს ყველაფერი ჯერ კიდევ შეიძლება დასაწყისი იყოს.... ღეს ბევრი კრიტიკოსი წერს და , რომ შეგვეძლო თავიდან აგვეცილებინა მოვლენების ასეთი სიმწვავე, დროული რეაგირებით თუმცა არავინ სვამს კითხვას როგორ? ვენ თავად (კიდევ და კიდევ ხაზს ვუსვამ- ამ დონემდე განვითარებულ ერს) გაგვიჭირდა “საფრთხის “ გააზრება ადრეულ ეტაპზე,  შეიძლება იფიქროთ რომ უხეში შედარებაა, მაგრამ ალბათ  მსხვერპლის გარეშე  დამთავრდებოდა რაჭაში მომხდარი  მიწისძვრა 1990 წელს  წინასწარ რომ გვცოდნოდა , რომ იგი მოხდებოდა და რა შედეგს გამოიწვევდა… ამას იმიტომ ვამბობ, შეიძლება ბევრი რამ ვიცით, მაგრამ  რთულია რამის გაანალიზება და დასკვენის გაკეთება სანამ ეს რეალური შედეგი არ შეგვეხება ჩვენ, ჩვენ თანატოლებს, ჩვენს მეგობრებს,ახლობლებეს,ჩვენს სამშობლოს და ზოგადად ჩვენს კონტინენტს…
    სამწუხაროა, მაგრამ 21-ე საუკუნეშიც დღეს ოცი-ოცის 2 აპრილს, ვგრძნობ, რომ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი და მძიმე ხდება , თუმცა ჯერჯერობით მაინც მიჭირს იმ სრული სიმძიმის გააზრება ,რაც შეიძლება გამოიწვიოს ამ პროცესმა,  როცა ისევ მართალია “საბრძოლველად გამზადებულ” , თუმცა უჩვეულოდ თბილ გარემოში ვაგრძელებ ცხოვრებას. ყველა ფიქობს,რომ შეიძლება რესურსების ამოწურვამ(ქვეყნის ეკონომიკურმა სიდუხჭირემ) მნიშვნელოვნად მოგვაყენოს უჩვეულო დარტყმები, თუმცა კიდევ უფრო მეტად მაწუხებს ადამიანური რესურსების(ადამიანური გრძნობების, ნებისყოფის, პოზიტიური განწყობის, სიხალისის) დეფიციტის პრობლემა; ყოველთვის მიმაჩნდა , რომ ისევე ციმციმებს ადამიანის თვალები გალაქტიკიდან, როგორც ჩვენ ვხედავთ ვარსკვლავებს ყოველ საღამოს; არ მინდა , რომ ამ მდგომარეობამ ჩააქროს ჩვენს თვალებში ეს სიციმციმე.არ მინდა, რომ ქვეყანაში სამედიცინო დაწესებულებაზე მეტად ფსიქიატრიული დაწესებულებები დაგვჭირდეს. არ მინდა რომ „ონლინ სწავლება“ გაგრძელდეს (მიუხედავად იმისა რომ მომწონს ყველა ახალი წამომყება,რომელიც ჩემი ტოლების განვითარებისკენ არის მიმართული)ვიცი, , რომ ისეთი სოციალური არსებებისთვის, როგორიც ჩვენ ვართ, რთულია ამ რიტმში ცხოვრების გაგრძელება, თუმცა ყოველგვარი ასეთი ფიქრის დაბადების შემთხვევაში, შემიძლია ჩემი ერთი ჯადოსნური მეთოდი გაგიზიაროთ: ყოველ დილით თუ ახედავთ ცას და მზე ისევ ისეთი სიკაშკაშით გაანათებს თქვენთვის, როგორც ყოველ დღეს( მიუხედავად მისი სიმძიმისა),თქვენ არ გაქვთ უფლება საპასუხო განწყობით არ შეხვდეთ მას.მზე, ჩემთვის(  და იმედი მაქვს უკვე ჩემი მკითხველის  ნაწილისთვის)მუდამ პოზიტივის, სითბოსა და ბედნიერების სიმბოლოა.
 დიდი იმედი მაქვს სულ მალე ყველაფერი თავის რიტმს დაუბრუნდება, მათ შორის  ჩვენი დაწყებული საქმე კვლავ გაგრძელდება (ნიკო კეცხოველის კონკურსს ვგულისხმობ)მივალთ იმ მწვერვალამდე რომელსაც გამარჯვება ჰქვია.



ეკა ხითარიშვილი

Комментариев нет:

Отправить комментарий